ლიონელ მესიმ და ანტონელა როკუცომ ვალენტინობის დღე მაიამიში, საკუთარ სახლში მშვიდად, ზედმეტი აურზაურის გარეშე გაატარეს.
ანტონელამ სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო გააზიარა, ვრცელი მინაწერების გარეშე, მხოლოდ ვარდის და გულის ემოჯები.
ფოტოებიდან ჩანს, რომ საღამო ოჯახთან ერთად ვიწრო წრეში გაატარეს: სუშისა და დესერტების ვახშამი, ყვავილები, დიდი დათუნია და შოკოლადით დაფარული მარწყვი წარწერით „LOVE“. ბავშვებიც იქ იყვნენ, რაც ატმოსფეროს უფრო ოჯახურს ხდიდა.


ანტონელამ ასევე გააზიარა თავისი ლუქი – დახვეწილი და ელეგანტური, მესის კი კლასიკური სამოსი ეცვა.

მან ასევე გამოაქვეყნა მაიამის სანაპიროზე მზის ჩასვლის ფოტო.

ზეიმი იმ დროს დაემთხვა, როდესაც მესი მცირე ტრავმას მკურნალობს. პოსტებიდან გამომდინარე, წყვილმა საღამო უბრალოდ ერთად, მშვიდად და ინტიმურად გაატარა.



GIPHY App Key not set. Please check settings