in

რა ხდება შეკრებებზე: ტორპედომ სომხეთის ლიდერს მოუგო

ქუთაისის „ტორპედო” კვიპროსზეა და მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. დანიურ “ლიუნგბიუსთან” 1:1-ის შემდეგ, ქუთათურებმა სომხეთის ჩემპიონატის ლიდერ “არარატ არმენიას” მოუგეს – 1:0.
ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე კისლეი ზიტამ გაიტანა.
18 თებერვალს “ტორპედო” კვიპროსში ბოლო ამხანაგურ მატჩს გამართავს, დირკ შუსტერის “აია ნაპას” ეთამაშება.

თურქეთში მყოფმა, ეროვნული ლიგის დებიუტანტმა “სპაერმა”, მეორე ამხანაგური მატჩი ყირგიზულ “ილბირსთან” ჩაატარა და 1:1 ითამაშა. თბილისელთაგან გოლი თამაზ ცეცხლაძემ გაიტანა.
მესამე სპარინგს “სპაერი” 17 თებერვალს, ტაშკენტის „ლოკომოტივის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

ასევე თურქეთშია „თელავი“, რომელიც ხსენებულ ტაშკენტის „ლოკომოტივს“ უკვე შეხვდა და ტატო ჟივიძის გოლით 1:0 დაამარცხა.

ანთალიაში მყოფი „სამგურალი“ უზბეკურ “სურხონს” შეხვდა და 1:2 წააგო. გოლი საბა ჩხეტიანმა გაიტანა.
„სამგურალი”16 თებერვალს მოლდოვურ „პეტროკუბს“ შეხვდება, ხოლო შეკრების ბოლო სპარინგს 19 თებერვალს, ყაზახურ “ულიტაუსთან” ითამაშებს.

ვთქვათ ისიც, რომ „სამგურალმა“ ახალწვეული წარადგინა: ინგლისში გაზრდილი გიგი გოგია გააგრძელებს.
20 წლის ფეხბურთელი ფლანგის შემტევი ნახევარმცველია. ფეხბურთის თამაში „ჩარლტონის“ აკადემიაში დაიწყო.
შემდეგ იყო „ქუინს პარკისა“ და „ლუთონის“ ასაკობრივი გუნდები. ბოლოს პორტუგალიაში გადავიდა და „რიუ ავეს“ 23-წლამდელთა გუნდში იყო. გოგიას უთამაშია საქართველოს 17, 18 და 19-წლამდელების ნაკრებებში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გულიაშვილი შეცვალეს, ბუდუ შეცვლაზე, ქოჩორა საერთოდ არ ყოფილა – ლეგიონერები

მესიმ ცოლს უზარმაზარი დათუნია აჩუქა: აი როგორ გაატარეს მათ 14 თებერვალი