in

კვერნაძის გოლი და საგოლე პასი: ქართველმა ფროზინონეს მოაგებინა

გიორგი კვერნაძემ შესანიშნავად ითამაშა და „ფროზინონეს“ სტუმრად „სპეციას“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:0.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90+1 წუთზე შეცვალეს.
37-ე წუთზე ანგარიში ჩვენიანმა გახსნა, მარჯვენა ფლანგიდან გრძელ ჩაწოდებას შორეულ ძელთან დახვდა და მარტივად შეაგდო. ხოლო 55-ე წუთზე მისი პასით მეორე გოლი გავიდა.

შეფასებები: Flashscore – 7.8; Sofascore – 8.1.

კვერნაძეს 5 გოლი აქვს და პლუს 4 ასისტი.
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მესამე (ბოლო 6 მატჩში მეხუთედ) შეხვედრაში შეასრულა საგოლე მოქმედება.

სპეცია – ფროზინონე 0:2
გოლები: 0:1 კვერნაძე (37), 0:2 გეჯემისი (56)

„ფროზინონე“ 52 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ „ვენეციას“ 1 ქულით ჩამორჩება, მდევარ „მონცას“ 1 ქულით უსწრებს და 20 თებერვალს „ემპოლის“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეტელკინას და ბერულავას წყვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა და მეორე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა

ეს პირველად მოხდა – სამივე ქართველმა ითამაშა: მეცმა ისევ წააგო