ფიგურულ ციგურაობაში მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედლების მეოთხე კომპლექტისთვის ბრძოლას 19 წყვილი შეუდგა, მათ შორის არის ევროპის მოქმედი ჩემპიონი ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი, რომელიც რეიტინგის გათვალისწინებით, მოკლე პროგრამაში ასპარეზობას ბოლო, მეხუთე ჯგუფიდან შეუდგა.
მეტელკინა/ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამა ჩინებულად შეასრულა და მსაჯებისგან 75.46-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ამ შედეგით ჩვენი მოციგურავეები, პირველ ადგილზე გასული გერმანელების შემდეგ, ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტად განიხილებიან. ამის თქმის საბაბს იძლევა, მოკლე პროგრამაში დაკავებული მეორე ადგილი, რაც თავის მხრივ, ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ მოციგურავეთაგან საუკეთესო შედეგია.







წყვილთა შეჯიბრებაში მედლები გათამაშდება 16 თებერვალს, თავისუფალი პროგრამის შედეგების გათვალისწინებით.



GIPHY App Key not set. Please check settings