ზურიკო დავითაშვილმა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და „სენტ-ეტიენს“23-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად „გენგამთან“ მოაგებინა – 2:1. ორივე გოლი ქართველმა გაიტანა.
ჩვენიანმა საქმე პირველივე ტაიმში მოათავა: მე-10 წუთზე ანგარიში ორიგინალურად შესრულებული პენალტით გახსნა (დარტყმამდე წაიკუნტრუშა), ხოლო ოთხ წუთში ახლო მანძილიდან, მეკარის საჯარიმოს ხაზიდან თავით შეაგდო.
მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და ერთ ეპიზოდში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფისთვის პასი რომ მიეცათ, მესამეც გაიტანდა. ითამაშა სრულად.
შეფასებები: Flashscore – 8.4 (საუკეთესო); Sofascore – 8.3 (მეორე შედეგი ორივე გუნდში).
ზურიკომ მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე 20 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
15 თებერვალი ზურიკოს დაბადების დღეა! საჩუქარი საკუთარ თავს თავადვე მშვენიერი გაუკეთა!

გენგამი – სენტ ეტიენი 1:2
გოლები: 0:1 დავითაშვილი (10), 0:2 დავითაშვილი (15), 1:2 გომისი (61)
„სენტ ეტიენმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 40 ქულით მე-3 ადგილზეა და 21 თებერვალს „ლავალს“ უმასპინძლებს.



GIPHY App Key not set. Please check settings