in

ოქრო, ვერცხლი და ორი ბრინჯაო: ჩვენებმა ტყვია წარმატებით ისროლეს

ტყვიის სროლაში საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, 1 ოქროს, 1 ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტყვიის სროლაში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე, რომელსაც ბურგასი (ბულგარეთი) მასპინძლობდა, შედეგიანად იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა. ჩვენმა 16, 18 და 21-წლამდელებმა 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში მედლები მოიპოვეს.
21 წლამდელებში საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგს მიაღწია მარიამ მარშავამ, რომელმაც სოლო ტურნირის ფინალში, ჩეხი ვიქტორია სინდლეროვა დრამატულ დაპირისპირებაში 15:13 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

მარიამ მარშავამ ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი მუმლაძესთან შერეულ წყვილში. საქართველოს წარმომადგენლებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ესპანელთა წყვილი 17:9 დაამარცხეს.

ასევე წარმატებული ასპარეზობა ჰქონდათ 18-წლამდელებს – გუნდურში 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს თამარ ჯინჭარაძემ, ლიზი აღნიაშვილმა და ქეთი ჭილაძემ.

შედეგიანად გამოვიდა 16-წლამდე ვაჟთა სამეულიც – სერგო გიორხელიძემ, ლუკა კობახიძემ და რევაზ ლილუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის 18 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება ბრეოგანთან

დავითაშვილის დუბლით სენტ ეტიენმა სტუმრად მოიგო: ზურიკომ საკუთარ თავს დაბადების დღე ასე მიულოცა