in

რა ხდება პსჟ-ში: ფეხბურთელი კლუბზე მაღლა ვერ დადგება – რატომ თქვეს ლუის ენრიკემ და დემბელემ ის, რაც თქვეს

Soccer Football - Ligue 1 - Stade Rennes v Paris St Germain - Roazhon Park, Rennes, France - February 13, 2026 Paris St Germain's Ousmane Dembele looks dejected after Stade Rennes' Esteban Lepaul scores their second goal REUTERS/Stephane Mahe TPX IMAGES OF THE DAY

ჩემპიონობისთვის მებრძოლმა პსჟ-მ „რენთან“ წააგო (1:3) და „ლანსს“ შანსი მისცა პირველი ადგილზე გადავიდეს. ცხადია თამაშის შემდეგ კმაყოფილი ვერ იქნებოდა მწვრთნელი, მაგრამ აქ საკითხი უფრო სხვა რამეა: ლუის ენრიკემაც და გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა უსმან დემბელემ ეგოისტურ და არა გუნდურ თამაშზე გაამახვილეს ყურადღება.

ლუის ენრიკე:

„მე ასე არ ვთამაშობ. არც ერთ ფეხბურთელს არ მივცემ უფლებას, საკუთარი თავი კლუბის ინტერესებზე მაღლა დააყენოს. არ დავუშვებ, ფეხბურთელმა იფიქროს, რომ ის კლუბზე მნიშვნელოვანია.
კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ გუნდი ყოველთვის ცალკეულ მოთამაშეებზე მაღლა იყოს. როცა ასე ხდება, ყველაფერი მთავრდება“.

უსმან დემბელე:

„ჩვენ უნდა ვითამაშოთ პსჟ-სთვის. თუ თითოეული საკუთარი თავისთვის ითამაშებს, ვერ მოვიგებთ ტიტულებს.
გასულ სეზონში გუნდს ყველაზე მაღლა ვაყენებდით. მოგვიწევს დავიბრუნოთ ასეთივე მიდგომა. პირველ ადგილზე უნდა იყოს პსჟ და არა ცალკეული მოთამაშეები“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოჩოშვილმა ისევ კარგი შეფასებები მიიღო, ნიურნბერგმა მეტოქე გაანადგურა