ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში „რენს“ ესტუმრა და საკმაოდ მოულოდნელად დამარცხდა – 1:3.
ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, 60 წუთი ითამაშა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო.
კვარა საკმაოდ აქტიური იყო, მარცხენა ფლანგიდან გამწვავებას ცდილობდა, ნახევრადმომენტებიც ჰქონდა, მაგრამ დარტყმის საშუალებას არ აძლევდნენ. 23-ე წუთზე მარცხენა მცველი პოზიციიდან მარჯვენა ვინგერის ადგილზე საოცარი პასი გააკეთა.
შეფასებები: Flashscore – 7.3 (მეორე შედეგი გუნდში); Sofascore – 7.2 (მესამე შედეგი); Whoscored – 6.6.

რენი – პსჟ 3:1
გოლები: 1:0 ალ-ტამარი (34), 2:0 ლეპოლი (69), 2:1 დემბელე (72), 3:1 ემბოლო (81)
პსჟ 51 ქულით ჯერჯერობით პირველ ადგილზეა, მაგრამ თუ 15 თებერვალს „ლანსმა“ „პარიზს“ მოუგო. პსჟ მეორეზე ჩავა.
მომდევნო შეხვედრას პსჟ 18 თებერვალს გამართავს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში სტუმრად „მონაკოს“ შეხვდება.



GIPHY App Key not set. Please check settings