საქართველოს ნაკრების ჯგუფი ერთა ლიგაზე გაირკვა. ჩვენი გუნდი სექტემბრიდან უნგრეთს, უკრაინას და ჩრდილოეთ ირლანდია შეხვდება. წილისყრის შედეგების შემდეგ მცირე კომენტარი ჩვენი მეტოქეების მწვრთნელებმაც გააკეთეს.
ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია: გამოვასწოროთ, რაც ვერ შევასრულეთ
სერგეი რებროვი (უკრაინა):
„ყველა ნაკრები ძლიერია. სამწუხაროდ, ჩვენი მეტოქე ისევ საქართველოა. არც უნგრეთთან თამაში მინდოდა. ჯგუფი თანაბარია და დაბალანსებული. კარგად მომზადება დაგვჭირდება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ“.
მარკო როსი (უნგრეთი):
„ბუნებრივია, ისეთი რთული ჯგუფი არ არის, ერთა ლიგის A დივიზიონში რომ გვქონდა, მაგრამ გვყავს სამი ძლიერი მეტოქე და რთული მატჩები გველოდება. უკრაინასა და ჩრდილოეთ ირლანდიას მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ აქვს, ეს კი ბევრზე რამეზე მეტყველებს“.
მაიკლ ო’ნილი (ჩრდილოეთ ირლანდია):
„დღეს იოლი მეტოქეები და ჯგუფი არ არსებობს. ბოლო წლებში უკრაინას ხშირად ვეთამაშებით. ბოლოს 2016 წელს მოვუგეთ და კიდევ ერთი წარმატებისთვისგანსაკუთრებული მომზადება დაგვჭირდება.
უნგრეთი ევრო 2016-ის შემდეგ ზრდას აგრძელებს. ორგანიზებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. საქართველოს, შესაძლოა, ბევრი კარგად არ იცნობს, მაგრამ ეს არის საშიში ნაკრები. ბოლო წლებში გუნდი პროგრესირებსა. აქვს საკუთარი სახე. შევისწავლით მეტოქეს და კონცენტრირებულები ვიქნებით.



GIPHY App Key not set. Please check settings