in

პრემიერლიგის ყველაზე ცუდი ტრანსფერები: მუდრიკი იწყებს, რონალდოს დაბრუნება 37-ეა

ESPN-მა შეადგინა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერების სია.

„ჩელსის“ უკრაინელმა ფორვარდმა მიხაილო მუდრიკმა, რომელიც 2022/23 წლების სეზონისთვის შეიძინეს, 50 ტრანსფერის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

ტოპ 15 ასეთია:

  1. მიხაილო მუდრიკი – შახტარიდან ჩელსიში 70 მილიონ ევროდ.
  2. ენტონი – აიაქსიდან მანჩესტერ იუნაიტედში 95 მილიონ ევროდ.
  3. ნიკოლა პეპე – ლილიდან არსენალში 80 მილიონ ევროდ.
  4. ალი დია – საუთჰემპტონში თავისუფალი აგენტის სტატუსით.
  5. დენიელ დრინკუოტერი – ლესტერიდან ჩელსიში 37.9 მილიონ ევროდ.
  6. რიკარდო ალვარესი – ინტერიდან სანდერლენდში 10.5 მილიონ ევროდ.
  7. რომელუ ლუკაკუ – ინტერიდან ჩელსიში 113 მილიონ ევროდ.
  8. ჯეიდონ სანჩო – ბორუსია დორტმუნდიდან მანჩესტერ იუნაიტედში 85 მილიონ ევროდ.
  9. ტომას ბროლინი – პარმადან ლიდს იუნაიტედში 5.3 მილიონ ევროდ.
  10. კალვინ ფილიპსი – ლიდს იუნაიტედიდან მანჩესტერ სიტიში 49 მილიონ ევროდ.
  11. ალექსის სანჩესი – არსენალიდან მანჩესტერ იუნაიტედში 34 მილიონ ევროდ.
  12. ბოშკო ბალაბანი – დინამო ზაგრებიდან ასტონ ვილაში 7.8 მილიონ ევროდ.
  13. უესლი ფოფანა – ლესტერ სიტიდან ჩელსიში 80.4 მილიონ ევროდ.
  14. სტივ მარლეტი – ლიონიდან ფულჰემში 17.6 მილიონ ევროდ.
  15. პაბლო ოსვალდო – რომადან საუთჰემპტონში 15.1 მილიონ ევროდ.

ანდრეი შევჩენკოს ჩელსიში გადასვლა მე-17 ადგილზეა, ენდი კეროლის და მარიო ბალოტელის ლივერპულში ტრანსფერები მე-20 და 21-ე ადგილზე, მანჩესტერ იუნაიტედის რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერი 22-ე ადგილზე, ხოლო ჩელსის მიერ კეპა არისაბალაგას შეძენა 25-ე ადგილზე. ხუან სებასტიან ვერონი (მანჩესტერ იუნაიტედში) 30-ე ადგილზეა, ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტიში) – 31-ე, ალექსანდრ ისაკი (ლივერპულში) – 32-ე, ანხელ დი მარია (მანჩესტერ იუნაიტედში) – 36-ე, კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნება) – 37-ე, სერგეი რებროვი (ტოტენჰემში) – 39-ე, ფერნანდო ტორესი (ჩელსიში) – 40-ე, მაიკლ ოუენი (მანჩესტერ იუნაიტედში) – 41-ე, ტიმო ვერნერი (ჩელსიში) – 43-ე, კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედში) – 49-ე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვერნაძემ ისევ გაიტანა, ფროზინონემაც მოიგო

ბეშიქთაში ზურიკოს არ მოეშვება და ზაფხულში წაიყვანს