გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ” 24-ე ტურში სტუმრად 3:1 დაამარცხა “აველინო”.
ამაში კი თავისი მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა: მეკარის საჯარიმოს კუთხესთან ბურთს დახვდა და შორეულ კუთხეში დაბალი დარტყმით ზუსტად შეაგორა მცველებს შორის.
მესამე გოლში პრე-ასისტი კვერნაძისაა, ცენტრში მოიპოვა ბურთი და საჯარიმოსთან შეტევა პასიტ გააგრძელა.
შეცვალეს 85-ე წუთზე.
შეფასებები: Flashscore – 6.9; Sofascore – 7.5.
კვერნაძის ანგარიშზე 22 მატჩში ახლა 4 გოლი და 3 საგოლე პასია.

აველინო – ფროზინონე 1:3
გოლები: 0:1 კვერნაძე (16), 0:2 კალო (26), 0:3 ჩიკელა (61), 1:3 ენრიჩი (77)
„ფროზინონე“ 49 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ „ვენეციას“ 1 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარ „მონცას“ 1 ქულით უსწრებს და 15 თებერვალს „სპეციას“ შეხვდება გასვლაზე.



GIPHY App Key not set. Please check settings