in

დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილი მე-13 ადგილზე გავიდა

ფიგურულ ციგურაობაში ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე – მილანი/კორტინა 2026 მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა. გუნდური შეჯიბრების შემდეგ, ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ სპორტულ ცეკვებში შესრულებული თავისუფალი პროგრამის შედეგების გათვალისწინებით.

მოკლე პროგრამაში დაკავებული მე-13 ადგილის შემდეგ, თავისუფალ პროგრამაში უკეთ იასპარეზა დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა. საქართველოს ნაკრების წევრებმა 20 მონაწილეს შორის 118.87 ქულა გამოიმუშავეს და შესაბამის პროგრამაში მე-11 ადგილი დაიკავეს, ხოლო ორივე პროგრამის შედეგად კი 196.02 ქულა დაუგროვდათ და მე-13 ადგილზე დაასრულეს გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე.

ოლიმპიურ თამაშებზე დიანა დევისი / გლებ სმოლკინის წყვილის მიერ მოპოვებული მე-13 ადგილი სპორტულ ცეკვებში საქართველოსთვის საუკეთესო შედეგია.

ჩემპიონობა მოიპოვეს საფრანგეთის წარმომადგენლებმა, ლორანს ბოდრი-ფურნიემ და გიომ სიზერონმა. ვერცხლის მედლები დაიმსახურეს ამერიკელების, მედისონ ჩოკის და ევან ბეიტსის წყვილმა, ხოლო ბრინჯაოს ჯილდო ერგო პიპერ ჟილესის და პოლ პორიეს კანადურ წყვილს.



ფიგურულ ციგურაობაში ასპარეზობა 13 თებერვალს, ვაჟთა თავისუფალი პროგრამით განახლდება, სადაც იასპარეზებს ნიკა ეგაძე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა გაიხსენა კალაძემ აგვისტოს ომზე: გაძეტას ინტერვიუ ქართველ ფეხბურთელთან

კვერნაძემ ისევ გაიტანა, ფროზინონემაც მოიგო