in

კვარა გადამწყვეტ როლს ითამაშებს: ლუის ენრიკეს ტიტულების მოპოვებაში ხვიჩას იმედი აქვს

ხვიჩა კვარაცხელია იმაზე ადრე დაუბრუნდა მოედანს, ვიდრე გვეგონა და ეს სასიხარულო ამბავი ქართველმა ფეხბურთელმა დიდებულად აღნიშნა: „მარსელს“ ულამაზესი გოლი გაუტანა (5:0). მისით აღფრთოოვანება კიდევ ერთხელ ვერ დამალა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ და ხვიჩას მიმართ საქებარი და იმედიანი სიტყვები არ დაიშურა.

აი რა თქვა ესპანელმა სპეციალისტმა:

„კვარაცხელიას გამოჯანმრთელებით და კარგი თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
გვინდოდა მისი დაბრუნებისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიგვექცია, რადგან მიგვაჩნია, რომ კვარა სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
ხვიჩა ტიტულებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ფიგურაა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კალათბურთზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო: საიდანაც ცოტა რამ მაინც ჩანს, ის ადგილები 110 ლარი ღირს

რა გაიხსენა კალაძემ აგვისტოს ომზე: გაძეტას ინტერვიუ ქართველ ფეხბურთელთან