in

კალათბურთზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო: საიდანაც ცოტა რამ მაინც ჩანს, ის ადგილები 110 ლარი ღირს

საქართველოს კალათბურთის ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშს დანიის წინააღმდეგ, 2 მარტს 20:50 საათზე, „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს.

ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე 2 საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 19:00 საათიდან გაიხსნება.

პირველი იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.

მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები „თბილისი არენაზე“ შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 25-დან 110 ლარამდე:

მე-2 იარუსი – 25,40,60 ლარიანი ბილეთები.

1-ლი იარუსი – 65,90 და 110 ლარიანი ბილეთები.

*ბილეთების ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე

ბილეთები არ ბრუნდება

რეალურად კი ასეთი ამბავია: მეორე იარუსზე გინდ გქონია ბილეთი და გინდ არა, უბრალოდ დარბაზში ხმაურით, სტვენით და ჟრიამულით ხვდები რა ხდება მოედანზე. ფარის უკნიდან „ყურებას“ რა აზრი აქვს. პირველ იარუსის 90-ლარიანი ბილეთებიც კუთხე და მოუხერხებელია და ცოტა რამ მაინც რომ დაინახო და გაარჩიო, ისე, რომ ანგარიში და თამაშის მიმდინარეობა ინტერნეტით არ გაიგო, ეგეთი ადგილები 110 ლარი ღირს.

ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რამდენად მოუხერხებელ ადგილზეა მისასვლელად ახალი არენა (ერთი ვიწრო ქუჩა მიდის მარტო და ტრანსპორტი ფაქტობრივად არ დადის) და ოჯახიდან ერთ წევრზე მეტი მიდის, ერთი მოგზაურობის ფასი კი დაგიჯდებათ და ნერვები და წვალება კიდევ ცალკე „შეგრჩებათ“.

კალათბურთელებს კი ამ მეტად მნიშვნელოვან შეხვედრაში ცხადია წარმატებას ვუსურვებთ, რომლებიც დანიას 27 თებერვალს ჯერ კოპენჰაგენში ეთამაშებიან და მერე თბილისში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვალ წილისყრაა: ვის შეხვდება საქართველო ერთა ლიგაზე

კვარა გადამწყვეტ როლს ითამაშებს: ლუის ენრიკეს ტიტულების მოპოვებაში ხვიჩას იმედი აქვს