in

ხვალ წილისყრაა: ვის შეხვდება საქართველო ერთა ლიგაზე

ერთა ლიგის 2026/2027 წლის სეზონის გათამაშების წილისყრა ბელგიის დედაქალაქში გაიმართება. 12 თებერვალს ბრიუსელის ექსპოში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვევა. წინა გათამაშების რეიტინგის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში იქნება განთესილი. სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა კი ასე გამოიყურება:

B1 – შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი
B2 – შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა
B3 – სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი
B4 – შვედეთი, ჩრდ. მაკედონია, ჩრდ. ირლანდია, კოსოვო

აქედანვე ცხადია, რომ მარტივი ჯგუფი არანაირად არ გვექნება, მეტიც თუ არ გაგვიმართლა და ერთბაშად შვეიცარია და შვედეთი დაგვიჯდა, პლუს პირველი კალათის გუნდი და შანსი დიდი აღარ გვექნება.
სასურველ მეტოქეთა შორის ალბათ მაინც ისრაელის, ბოსნიის და მეოთხედან შვედეთის გარდა ნებისმიერი დასახელება შეიძლება. თუმცა, ეს მაინც პირობითია.

გუნდები ოთხგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდებიან. მატჩების კალენდარი წილისყრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 2026 წელს გაიმართება.

I ტური: 24-26 სექტემბერი
II ტური: 27-29 სექტემბერი
III ტური: 30 სექტემბერი-3 ოქტომბერი
IV ტური: 4-6 ოქტომბერი
V ტური: 12-14 ნოემბერი
VI ტური: 15-17 ნოემბერი

წილისყრა 21:00 საათიდან დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორ თამაშობენ ქართული გუნდები შეკრებებზე: დინამო აგებს და აგებს

კალათბურთზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო: საიდანაც ცოტა რამ მაინც ჩანს, ის ადგილები 110 ლარი ღირს