in

ნიკა ფინალში გადავიდა და თავისუფალ პროგრამაში გამოვა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის მეხუთე საასპარეზო დღეს, მოკლე პროგრამით ვაჟები წარდგნენ. 29 მონაწილეს შორის იყო საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა ეგაძე, რომელიც რეიტინგის გათვალისწინებით ლიდერთა – მეხუთე ჯგუფიდან ჩაერთო ასპარეზში.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მოკლე პროგრამაში 85.11 ქულა დაიმსახურა, მე-15 ადგილი დაიკავა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.  თავისუფალში ასპარეზობისთვის აუცილებელი იყო 24 საუკეთესო მოციგურავეს შორის მოხვედრა. 13 თებერვალს ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამას შეასრულებს.

11 თებერვალს სპორტულ ცეკვებში თავისუფალ პროგრამით წარდგება დიანა დევისის და გლებ სმოლკინის  წყვილი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბა ხარებაშვილი ბაშაქშეჰირში გადავ(იდ)ა: კონტრაქტი გაფორმებულია

ევროპის წყალსათხილამურო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება