in

გულიაშვილმა ძირითადში ითამაშა, რასინგმა წვიმაში მოიგო და ლიდერია

გიორგი გულიაშვილმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა სანტანდერის „რასინგში“, რომელმაც 25-ე ტურში აუტსაიდერ „მირანდესს“ შინ საშინელ წვიმაში 1:0 მოუგო.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლოსკენ, 88-ე წუთზე შეცვალეს.

პირველ ტაიმში ჩვენიანის დარტყმული ბურთი მეკარემ ორჯერ საოცარ ნახტომში მოიგერია.

შეფასებები: flashscore – 6.7, sofascore – 6.1.

რასინგი – მირანდესი 1:0
გოლი: მარტინი (51)
გაძევება: ჰუარი (90+1, მირანდესი)

25 ტურის შემდეგ „რასინგი“ 47 ქულით ლა ლიგა 2-ის ლიდერი. 15 თებერვალს სტუმრად „ეიბარს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის ლამაზი გოლი, საგოლე პასი და ტაში: ჟორჟმა ვილიარეალს მოაგებინა

საბა ხარებაშვილი ბაშაქშეჰირში გადავ(იდ)ა: კონტრაქტი გაფორმებულია