გიორგი მიქაუტაძემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მისმა „ვილიარეალმა” 4:1 დაამარცხა „ესპანიოლი“ და ქართველმა გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.
35-ე წუთზე ანგარიში სწორედ მიქაუტაძის ეფექტური გოლით გაიხსნა, როცა ბურთს მეკარის საჯარიმოს ხაზთან დახვდა და ნახევარბრუნში გაიტანა.
მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე კი საგოლე პასიც მიამატა. გარდა ამისა, მის გამო “ესპანიოლის” ორი ფეხბურთელი გააფრთხილეს.
შეცვალეს 73-ე წუთზე წუთზე. გასვლისას გულშემატკივარებმა და მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსიამ ტაშით გააცილეს.
შეფასებები: Flashscore – 8.5; Sofascore – 8.7; Whoscored – 8.5.
მიქაუტაძეს ჩემპიონატში 6 გოლი და 4 ასისტი აქვს, ყველა ტურნირზე 27 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე პასი.
შეწყდა ყველა ტურნირზე „ვილიარეალის“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია.

ვილიარეალი – ესპანიოლი 4:1
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (35), 2:0 სალინასი (41, საკ. კარში), 3:0 პეპე (50), 4:0 მოლეირო (55), 4:1 კაბრერა (88)
„ვილიარეალს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 45 ქულით მე-3 ადგილზეა და 14 თებერვალს „ხეტაფეს“ შეხვდება მადრიდში.



GIPHY App Key not set. Please check settings