XXI საუკუნეში ევროპის ხუთ წამყვან ლიგაში 19 წლის ასაკამდე არცერთ ფეხბურთელს არ გაუტანია ლამინ იამალზე მეტი გოლი.
„ბარსელონას“ 18 წლის ვინგერმა „მალიორკასთან“ (3:0) ლა ლიგაში თავისი 24-ე გოლი გაიტანა.
ამით იამალი XXI საუკუნეში 19 წლამდე ასაკში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რითაც კილიან მბაპეს რეკორდი მოხსნა, რომელიც „მონაკოსა“ და პსჟ-ს რიგებში 23 გოლს ითვლის.
საუკეთესო ბომბარდირებს შორის ასევე არიან უეინ რუნი (15), ვალერი ბოჟინოვი (14), ანსუ ფატი (13), იუსუფა მუკოკო (13) და ფლორიან ვირტცი (13).



GIPHY App Key not set. Please check settings