ჩემპიონშიპის მატჩი ორჯერ შეწყდა მოედანზე შევარდნილი ციყვის გამო.
სახალისო და იშვიათი შემთხვევა „ჰალისა“ და „ბრისტოლის“ (2:3) შეხვედრისას მოხდა.
პატარა ცხოველი მოედანზე პირველად 54-ე წუთზე შევარდა, რის გამო თამაში შეწყდა.
სამი წუთის შემდეგ მატჩი განახლდა, მაგრამ ციყვი მალევე დაბრუნდა და მოედანზე სირბილი განაგრძო. ის ორჯერ შეეჯახა „ბრისტოლის“ კარს, რამაც მასპინძელი გუნდის გულშემატკივრების აპლოდისმენტები და შეძახილები გამოიწვია.
„ჰალის“ სტადიონის სტიუარდს ცხოველის დაჭერა დაევალა, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდა. შედეგად, სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმა ყვირილი დაიწყეს: „ციყვი დაგგლიჯავს!“



თამაში 64-ე წუთზე განახლდა. თამაშს 10 წუთი დაემატა.
„ბრისტოლის“ გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ციყვი დაასახელეს!




GIPHY App Key not set. Please check settings