ოთარ კიტეიშვილმა თავი ისევ გამოიჩინა და „შტურმს“ ავსტრიის ჩემპიონატი მე-18 ტურში შინ „რიდთან“ მოგებაში დაეხმარა – 1:0.
მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე ერთადერთი გოლი ქართველი ნახევარმცველის პასით გავიდა.
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიზი მამაგეიშვილი„შტურმის“ შემადგენლობაში 76-ე შეცვლაზე შევიდა. ეს მისი დებიუტია ავსტრიულ კლუბში.
კიტეიშვილის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩში 12 გოლი და 3 ასისტია.
კიტეიშვილი: Sofascore – 6.4, Flashscore – 6.9.
მამაგეიშვილი: Sofascore – 6.8, Flashscore – 6.6.
შტურმი – რიდი 1:0
გოლი: ჰიოდლი (86)
„შტურმი“ 31 ქულით მე-3 ადგილზეა, ლიდერებს 1 ქულით ჩამორჩება და 14 თებერვალს „ტიროლს“ ეთამაშება გასვლაზე.



GIPHY App Key not set. Please check settings