ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ პსჟ-ს გოლით დაუბრუნდა და საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „მარსელის“ განადგურებაში თავისი როლი ითამაშა – 5:0.
ქართველი ფეხბურთელი თადარიგში იყო და მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, რამდენიმე წუთში კი გოლიც გაიტანა: 66-ე წუთზე დემბელემ ხვიჩა საჯარიმოში მოძებნა და მანაც ერთი შეხებით ძლიერი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა: მარჯვენა გარემარბის პოზიციიდან ჰაერში დაარტყა ბურთს და შორეულ დაბალ კუთხეში შეაგდო.
კვარას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა. მერე კი მისი პასით მენდეშმაც ხარიხას მოარტყა.
შეფასებები: Flashscore – 7.6; Sofascore – 7.5; Whoscored – 7.7.
კვარაცხელიამ მე-4 გოლი გაიტანა (პლუს 3 საგოლე პასი) მიმდინარე ჩემპიონატში, ყველა ტურნირზე 28 შეხვედრაში 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დააგროვა.

პსჟ – მარსელი 5:0
გოლები: 1:0 დემბელე (12), 2:0 დემბელე (37), 3:0 მედინა (64, საკ. კარში), 4:0 კვარაცხელია (66), 5:0 ლი (74)
პსჟ 51 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ლანსს“ 2 ქულით უსწრებს და 13 თებერვალს სტუმრად „რენს“ შეხვდება.



GIPHY App Key not set. Please check settings