ლუკა ლოჩოშვილმა მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ ლიდერს, „პადერბორნს“ გაუტანა, მაგრამ კაცნაკლული „ნიურნბერგი“ სტუმრად მაინც დამარცხდა – 1:2.
75-ე წუთზე აუტის მოწოდების შემდეგ ბურთი საჯარიმოში მიიღო, მეურვეს კორპუსით კეტავდა, ბურთიანად შემობრუნდა და ძლიერი დარტყმით კარში გაგზავნა.
ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში თავი მეორედ გამოიჩინა.
ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა დაკვლავ ერთ-ერთი საუკეთესო, შესაბამისად შეფასებებიც სხვებზე უკეთესი აქვს: Flashscore – 7.8; Sofascore – 8.1; Whoscored – 8.0.
პადერბორნი – ნიურნბერგი 2:1
გოლები: 1:0 კლასი (26, პენ), 2:0 კურდა (29), 2:1 ლოჩოშვილი (75)
გაძევება: ლუბახი (52, ნიურნბერგი)
„ნიურნბერგი“ 26 ქულით მე-10 პოზიციაზეა და 13 თებერვალს „კარლსრუეს“ უმასპინძლებს.



GIPHY App Key not set. Please check settings