in

გოგლიჩიძე შევიდა და გოლიც გავიდა: როგორი იყო საბას დებიუტი, ჩაკვემ სრულად ითამაშა – ვიდეო

გიორგი ჩაკვეტაძის და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდი“ჩემპიონშიპის 31-ე ტურში „საუთჰემპტონს“ ესტუმრა და დამარცხდა – 0:1.

ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო გუნდში ახალმისული გოგლიჩიძე 70-ე წუთზე შევიდა და გუნდმა ეგრევე გოლი გაუშვა: კუთხურის შემდეგ ვერ შეძლო მეტოქის ჩაკეტვა.
დარჩენილ დროში საბა დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მოწონებაც დაიმსახურა.

შეფასებები: Flashscore – 7.1; Sofascore – 6.7; Whoscored – 6.6.

ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო და ერთ მომენტში მისი პასით პარტნიორს გატანაც შეეძლო.

შეფასებები: Flashscore – 6.4; Sofascore – 6.6; Whoscored – 6.2.

საუთჰემპტონი – უოტფორდი 1:0
გოლი: ლარინი (70)

„უოტფორდი“ 44 ქულით ჯერჯერობით მე-8 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 3 ქულა აშორებს და 14 თებერვალს სტუმრად „პრესტონს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ დაბრუნდა და გოჩოლეიშვილის ჰამბურგთან წააგო: ორივემ შეცვლაზე ითამაშა

ლოჩოშვილმა გაიტანა და ისევ საუკეთესო შეფასებები მიიღო