in

ბუდუ დაბრუნდა და გოჩოლეიშვილის ჰამბურგთან წააგო: ორივემ შეცვლაზე ითამაშა

ბუდუ ზივზივაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ქართველი ფორვარდის „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგის 21-ე ტურში შინ გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგს“ შეხვდა და დამარცხდა – 0:2.

ზივზივაძეს მუხლის ტრავმის გამო 22 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია (9 მატჩი გამოტოვა). იგი მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა, გოჩოლეიშვილმა კი უფრო გვიან, 80-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

შეფასებები:

გოჩოლეიშვილი: whoscored – 6.6, sofascore – 7.1 , Flashscore – 6.5.
ზივზივაძე: whoscored – 6.2, sofascore – 6.3, Flashscore – 6.2.

ჰაიდენჰაიმი – ჰამბურგი 0:2
გოლები: 0:1 კენიგსდორფერი (45+3), 0:2 ფილიპი (78)

21 ტურის შემდეგ „ჰამბურგი“ 22 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო „ჰაიდენჰაიმი“ 13 ქულით ბოლო, მე-18-ზე.
„ჰაიდენჰაიმი“ 15 თებერვალს სტუმრად „აუგსბურგს“ შეხვდება, ხოლო „ჰამბურგი“ 14 თებერვალს „უნიონს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვერნაძემ საგოლე პასი გააკეთა, ფროზინონემ ლიდერების მატჩი წააგო

გოგლიჩიძე შევიდა და გოლიც გავიდა: როგორი იყო საბას დებიუტი, ჩაკვემ სრულად ითამაშა – ვიდეო