in

კვერნაძემ საგოლე პასი გააკეთა, ფროზინონემ ლიდერების მატჩი წააგო

გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სერია B-ის 23-ე ტურში შინ ლიდერ „ვენეციას“ შეხვდა და ეს პრინციპული მატჩი სტუმრებმა მოიგეს – 1:2. შეწყდა „ფროზინონეს“ 14-მატჩიანი წაუგებელი სერია – 9 მოგება და 5 ფრე.

ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი კი გააკეთა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

კვერნაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში სწორედ მისი პასით გაიხსნა 43-ე წუთზე.
გიორგი 79-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: Flashscore – 7.1; Sofascore – 8.1 (საუკეთესო თავის გუნდში).

ქართველ ფეხბურთლს მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 3 ასისტი აქვს.

ფროზინონე – ვენეცია 1:2
გოლები: 1:0 რაიმონდო (43), 1:1 ჩიტადინი (63), 1:2 დუმბია (78)

23 ტურის შემდეგ სერია B-ს ლიდერმა „ვენეციამ“ (50) მეორეადგილოსან „ფროზინონესთან“ (46) უპირატესობა გაზარდა. თავის მხრივ „ფროზინონე“ „მონცას“ 2 ქულით უსწრებს და მომდევნო ტურში 11 თებერვალს სტუმრად „აველინოს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო სულ ბოლოს შეცვალეს, სენტ ეტიენმა ახალი მწვრთნელით მოიგო

ბუდუ დაბრუნდა და გოჩოლეიშვილის ჰამბურგთან წააგო: ორივემ შეცვლაზე ითამაშა