ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ ლიგა 2-ის 22-ე ტურში „მონპელიეს“ უმასპინძლა და ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მოიგო – 1:0.
ქართველის გუნდმა პირველად ითამაშა ფილიპ მონტანიეს ხელმძღვანელობით, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერიკ ჰორნელანდი შეცვალა.
ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა, წამატებულ დროში ტრავმის გამო შეცვალეს და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც მიიღო.
შეფასებები: Flashscore – 7.4, Sofascore – 7.0.
სენტ ეტიენი – მონპელიე 1:0
გოლი: ლე კარდინალი (77)
„სენტ ეტიენი“ 37 ქულით მე-4 ადგილზეა, ლიდერ „ტრუას“ 4 ქულით ჩამორჩება და 14 თებერვალს „გენგამს“ ეთამაშება გასვლაზე.



GIPHY App Key not set. Please check settings