in

საქართველო ფინალში გავიდა: მეხუთეზე ვართ, მედლების საკითხი დღეს გაირკვევა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა მიმდინარეობს.

ვაჟებს შორის ნიკა ეგაძემ თავისუფალი პროგრამით იასპარეზა.

ქართველმა მოციგურავემ 84.37 ქულა მიიღო, რაც მხოლოდ მე-6 შედეგი აღმოჩნდა. საქართველოს კი 5 ქულა შეემატა.

საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა 25 ქულა დააგროვა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.

ფინალში აშშ, იაპონია, იტალია, კანადა და საქართველო არიან.

გუნდური შეჯიბრების ფინალი კი უკვე დაიწყო.

მოკლე პროგრამაში, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა გამოვიდნენ.
117.82 ქულა დაიმსახურეს და მე-4 პოზიციაზე გავიდნენ. ჩვენებმა იაპონურ წყვილს აჯობეს, გუნდს კი, საერთო ჩათვლაში 7 ქულა მოუტანეს.

ამჟამად, საქართველოს ნაკრებს 32 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.

ხუთი პროგრამის შემდეგ

აშშ – 44 ქულა
იაპონია – 39
იტალია – 37
კანადა – 35
საქართველო – 32

6 თებერვალს რიტმულ ცეკვაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა საქართველოს ნაკრებს 5 ქულა შესძინა, ანასტასია გუბანოვამ – 6, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა კი – 9 ქულა. საბოლოოდ, 25 ქულით საქართველოს ნაკრებმა 10 გუნდს შორის მე-5 ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად ფინალის საგზური მოიპოვა.

მედლებისთვის ბრძოლა 8 თებერვალს, 22:30 საათიდან გაგრძელდება და ყველა პრიზიორი გამოვლინდება. საქართველოს მამაკაცთა შორის თავისუფალი პროგრამით ნიკა ეგაძე წარადგენს, ქალთა შორის – ანასტასია გუბანოვა, ხოლო წყვილთა შორის – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოლიმპიადა გაიხსნა: როგორი იყო გახსნის ცერემონია

ზურიკო სულ ბოლოს შეცვალეს, სენტ ეტიენმა ახალი მწვრთნელით მოიგო