in

ეგოიანმა მაკრატელა გაიტანა

ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების ჩემპიონატის 22-ე ტურში კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თან რა გოლი და „ექსელსიორს“ აუტსაიდერ „ბრედასთან“ სტუმრად მოგებაში დაეხმარა – 2:0.
უნდა ითქვას, რომ უკვე მე-12 წუთზე „ბრედას“ კაცი გაუგდეს.

ქართველმა ფეხბურთელმა თავი 31-ე წუთზე გამოიჩინა: მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთს მეკარის საჯარიმოს ხაზთან დახვდა და კარისკენ ზურგით მდგომმა მაკრატელათი ზუსტად დაარტყა.

ითამაშა შეუცვლელად.
შეფასებები: Flashscore – 7.5; Sofascore – 8.1 (საუკეთესო ორივე გუნდში).

ეგოიანმა მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა, პლუს ორი საგოლე პასი აქვს.

„ექსელსიორი” 26 ქულით მე-10 ადგილზეა და კონფერენსლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფისთვის იბრძვის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქვილითაიას წუთიერი დებიუტი: სამივე ქართველმა ითამაშა, მეცმა ქულა აიღო

კვარამ ვარჯიში დაიწყო