in

ოლ სტარი დაკომპლექტდა: წელს სამი გუნდი ითამაშებს – აშშ მსოფლიოს წინააღმდეგ

NBA-მა 2026 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ მონაწილე გუნდების შემადგენლობები დაასახელა.

წლევანდელ „ოლ სტარში“ სამი გუნდი ითამაშებს. ორი ამერიკული ნაკრები იქნება, ერთი ახალგაზრდებისგან დაკომპლექტდა, მეორე ვეტერანებისგან. მესამე კი მსოფლიო ნაკრებია, რომელშიც NBA-ს ლეგიონერები არიან.

აშშ ვარსკვლავები (მწვრთნელი ჯე ბი ბიკერსტაფი): სკოტი ბარნსი, დევინ ბუკერი, კეიდ კანინგემი, ჯეილენ დურენი, ენტონი ედვარდსი, ჩეთ ჰოლმგრენი, ჯეილენ ჯონსონი, ტაირიზ მაქსი.

აშშ ზოლები (მწვრთნელი მიტჩ ჯონსონი): ჯეილენ ბრაუნი, ჯეილენ ბრანსონი, სტეფენ კარი, ჯევინ დურანტი, ლებრონ ჯეიმსი, კავაი ლეონარდი, დონოვან მიტჩელი, ნორმან პაუელი.

მსოფლიოს ნაკრები (მწვრთნელი დარკო რაიკოვიჩი): იანის ანტეტოკუნმპო, დენი ავდია, ლუკა დონჩიჩი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ნიკოლა იოკიჩი, ჯამალ მიურეი, პასკალ სიაკამი, კარლ-ენტონი თაუნსი, ვიქტორ ვემბანიამა.

მატჩების განრიგი:

I მატჩი: აშშ ვარსკვლავები – მსოფლიო
II მატჩი: აშშ ზოლები – I მატჩის მოგებული
III მატჩი: აშშ ზოლები – I მატჩის წაგებული
IV მატჩი: ფინალი

თუ პირველი სამი მატჩის შემდეგ სამივე გუნდს თითო მოგება და თითო წაგება ექნება, ფინალისტები უკეთესი ქულების სხვაობით გამოვლინდება.
თითოეული მატჩის ხანგრძლივობა 12 წუთია.

წლევანდელი, რიგით 75-ე “ოლ სტარი” კვირას, 15 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორი ფინალი წავაგეთ: 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო სარეიტინგო ტურნირზე

ფოტო: არგენტინული ფეხბურთის პირველი ლედი – მესის ცოლმა ნაკრების სამუნდიალე ფორმა წარადგინა