in

ორი ფინალი წავაგეთ: 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო სარეიტინგო ტურნირზე

79kg FS - Vladimeri Gamkrelidze (GEO)

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდმა 3 მედლით – 2 ვერცხლით და 1 ბრინჯაოთი – დაასრულა გამოსვლა ზაგრებში, სეზონის პირველ სარეიტინგო ტურნირში.

აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ქემერტელიძე ფინალში ირანელ სინა ხალილისთან დამარცხდა (0:10), ხოლო გამყრელიძე დაძაბულ ორთაბრძოლაში ამერიკელ პარკერ კეკეისენთან (3:4).

ნიკა ზაქაშვილი (65 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გიორგი ღონიაშვილსა (61) და გიორგი ელბაქიძეს (74) ბრინჯაომდე თითო მოგება დააკლდათ – მეხუთე ადგილზე დარჩნენ.

5 თებერვალს ზაგრებში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დარჩენილ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ: 79 კგ წონაში ოთარ ადეიშვილი და ლუკა ჩხიტუნიძე, 92 კგ – ზაურ ბერაძე, 97 კგ – ანდრო მარგიშვილი და მერაბ სულეიმანიშვილი, 125 კგ – ალექსანდრე აბრამიშვილი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავითაშვილს აქვს მაგიის ნაპერწკალი, რაც ჩვენს ლიგას აკლია

ოლ სტარი დაკომპლექტდა: წელს სამი გუნდი ითამაშებს – აშშ მსოფლიოს წინააღმდეგ