in

ვიდეო: ქვილითაია პრესას წარუდგინეს – მეცი ქართველების გუნდი გახდა

ფრანგული „მეცი“ კიდევ ერთმა ქართველმა შეავსო, კიდვე უფრო კონკრეტულად კიდევ ერთმა გიორგიმ. მიქაუტაძის, წიტაიშვილის, აბუაშვილის შემდეგ გუნდში გიორგი ქვილითაიაც მივიდა. ქართველ თავდამსხმელს 11 ნომერი მისცეს და პრესას შეახვედრეს.
ჩვენიანმა ტრანსფერსა და იმედებზე ისაუბრა.

„ძალიან მიხარია აქ ყოფნა და აქ თამაში. იმედი მაქვს, რომ გუნდს მიზნის მიღწევასა და ლიგა 1-ში დარჩენაში დავეხმარები.
წიტაიშვილმა და აბუაშვილმა ბევრი კარგი რამ მითხრეს „მეცის“ შესახებ, რომელიც ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ქალაქი და გუნდი გახდა.
საკუთარ თავზე საუბარი რთულია, მახასიათებენ როგორც ტექნიკურ მოთამაშეს, გოლებიც გამაქვს, მიყვარს, როდესაც თანაგუნდელებს პასებით ვამარაგებ“.

ქვილითაია ფრანგულ კლუბში ნახევარი წლით იჯარით არის, კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა

რონალდო გააბრაზეს და არაბეთი აღარ უნდა: დაბრუნდება მანჩესტერში?