ოფიციალურად: საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდთან“ საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა და ჩემპიონშიფში ითამაშებს.
„იანვრის სატრანსფერო „ფანჯარას“ „უოტფორდი“ 193 სმ. სიმაღლის მცველის, საბა გოგლიჩიძის იჯარით აგრძელებს. 21 წლის ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი, „უდინეზედან“ 2025/26 წლების სეზონის ბოლომდე გადმოვიდა.
შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრალურ მცველად, ასევე მარჯვენა ფლანგზე. თავით კარგად თამაშობს და გააჩნია ფიზიკური ძალა. აქვს სერია A-ში და ეროვნულ ნაკრებში გამოსვლის გამოცდილება.
2024 წელს გადავიდა სერია A-ს „ემპოლიში“, სადაც 36 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 2025 წლის აგვისტოში ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „უდინეზესთან “, – უწერია „უოტფორდს“.
ახლა „უოტფორდი” მთავარი მწვრთნელის გარეშეა. 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ხავია გრასიამ თანამდებობა დატოვა და ჯერ არ არის ცნობილი, ვინ იქნება მისი შემცვლელი.
ამ დროისთვის “უოტფორდი” ჩემპიონშიფში მე-10 ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის.



GIPHY App Key not set. Please check settings