in

ძალა, სიზუსტე და თანმიმდევრულობა: მეცმა ქვილითაია ოფიციალურად დაიმატა

„მეცმა” გიორგი ქვილითაია წარადგინა. 32 წლის თავდამსხმელი ლიგა 1-ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მოგეხსენებათ, ჩვენიანი ბოლოს ლიმასოლის “არისში” თამაშობდა.

ქვილითაიამ ფრანგულ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი ნახევარი წლით გაფორმა, ოღონდ კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.

„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ „მეცს” დავეხმარო. მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ჩემმა თანამემამულეებმა, გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი აბუაშვილმა, გუნდის თაობაზე ბევრი კარგი რამ მითხრეს”, – თქვა ქვილითაიამ პრეზენტაციაზე.

„მეცი“ სიხარულით აცხადებს თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას დამატებას. 32 წლის ქართველმა, რომელმაც ახლახან დატოვა ლიმასოლის „არისი“, „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა და კლუბის ფორმას სეზონის ბოლომდე მოირგებს.

ნაკრებში 42 მატჩის ჩატარებისა და ექვსი გოლის გატანის შემდეგ გიორგი ქვილითაია „მეცს“ დიდ გამოცდილებას მოუტანს. 2018 წლიდან 2020 წლამდე „გენტში“ თამაშობდა. ბოლო სეზონებში კვიპროსის ლიგაში ბრწყინვალედ თამაშობდა, 115 მატჩში „აპოელის“ და „არისის“ რიგებში 42 გოლი გაიტანა.

1.91 მ სიმაღლის თავდამსხმელი აერთიანებს ძალას, სიზუსტეს და თანმიმდევრულობას“, – წერს „მეცი“.

დღეისათის „მეცს“ მხოლოდ 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაი დიდი ფული გამოვიდა: რამდენს იხდიან პრემიერლიგის ფეხბურთელები გადასახადებში

საბა გოგლიჩიძე უოტფორდელია: იჯარით, წლის ბოლომდე