The Times-ის ცნობით, პრემიერლიგის ათმა მოთამაშემ 2025 წელს გაერთიანებული სამეფოს ხაზინაში ერთობლივად 100 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი გადაიხადა.
Tax List-ის რეიტინგი ითვალისწინებს კორპორაციულ, დივიდენდების, კაპიტალის მოგების, საშემოსავლო და გარკვეულ სახელფასო გადასახადებს, ასევე აქციზებს ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე. გამოთვლები ეფუძნება 10 იანვრის მდგომარეობით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებს. პირადი საშემოსავლო გადასახადები არ არის გათვალისწინებული, თუ ფიზიკური პირი არ ითვლება გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო რეზიდენტად.
2025 წელს გადასახადების გადახდების მიხედვით პრემიერლიგის ტოპ 10 მოთამაშე:
1. ერლინგ ჰოლანდი (სიტი) – 16.9 მილიონი ფუნტი სტერლინგი.
2. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 14.5
3. კაზემირო (მანჩესტერი) – 10.9
4. რაჰიმ სტერლინგი (ჩელსი) – 9.8.
5. ვირხილ ვან დეიკი (ლივერპული) – 9.7.
6-7. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი) – 9.
6-7. ბერნარდო სილვა (სიტი) – 9.
8. ომარ მარმუში (სიტი) – 8.8.
9. გაბრიელ ჟესუსი (არსენალი) – 7.9.
10. კაი ჰავერცი (არსენალი) – 7.8.


GIPHY App Key not set. Please check settings