in

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა, ჰამბურგმა ბაიერნთან ქულა აიღო

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ ბუნდესლიგის მე-20 ტურში თვით მიუნხენის „ბაიერნს“ წაართვა ქულები – 2:2.

ქართველი მცველი სათადარიგო იყო და მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა. მარჯვენა მცველის პოზიციაზე კარგადაც ითამაშა, უბრალოდ ერთ ეპიზოდში მისი ფლანგიდან ჩაწოდებულს კინაღამ გოლი მოჰყვა.

86-ე წუთზე გააფრთხილეს თამაშის შეყოვნებისთვის, სამაგიეროდ ლუის დიასმა ყვითელი სწორედ გიორგისთან უხეში თამაშის გამო მიიღო.

შეფასებები: Flashscore – 6.7; Sofascore – 7.0; Whoscored – 6.3.

ჰამბურგი – ბაიერნი 2:2
1:0, ვიეირა (34), 1:1 კეინი (42), 1:2, ლუის დიასი (46), 2:2 ვუშკოვიჩი (53).

„ჰამბურგმა“ ზედიზედ მესამე მატჩი ითამაშა ფრედ, 19 ქულით მე-13 ადგილზეა და ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, 7 თებერვალს კი ტრავმირებული ბუდუ ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმს” ესტუმრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო შეცვლაზე დაბრუნდა: სენტ ეტიენმა წააგო და მწვრთნელი გადადგა

კიდევ ერთი გიორგი: მეცმა ქვილითაია აიყვანა