ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ ლიგა 2-ის 21-ე ტურში ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ „ბულონს“ უმასპინძლა და დამარცხდა – 0:1.
„ბულონი“ მალევე დაწინაურდა, ხოლო „სენტ ეტიენი“ 26-ე წუთზე 10 ფეხბურთელით დარჩა და მარცხის მიზეზი ალბათ ესეცაა.
ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ზურიკო დავითაშვილი, რომელიც თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ჩაერთო და რამდენჯერმე გამწვავება სცადა.
შეფასებები: Sofascore – 6.3, Flashscore – 6.0.
სენტ ეტიენი – ბულონი 0:1
გოლი: ლეკოლე (8)
გაძევება: ფერეირა (26, სენტ-ეტიენი)
„სენტ ეტიენმა“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო და მდგომარეობა გაირთულა: 34 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. 7 თებერვალს „მონპელიეს“ უმასპინძლებს.
მატჩის შემდეგ „სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ეირიკ ჰორნელანმა თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდს 61 წლის გამოცდილი ფილიპ მონტანიე გაწვრთნის.



GIPHY App Key not set. Please check settings