in

მიქაუტაძემ კინაღამ გაიტანა, ვილიარეალმა ქულა აიღო

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ლა ლიგის 22-ე ტურში სტუმრად „ოსასუნას“ შეხვდა და ფრედ ითამაშა – 2:2.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, საკმაოდ აქტიურობდა და მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე ლამაზი გოლის გატანასთან იყო ახლოს: მისი საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ოდნავ აცდა კარს, თუმცა ჩანდა, რომ თითქოს მეკარე შეეხო და მან მოიგერია, მაგრამ კუთხური არ დაინიშნა.

გიორგი 75-ე წუთზე შეცვალეს.

შეფასებები: sofascore – 6.4, whoscored – 6.3, flashscore – 6.3.

ოსასუნა – ვილიარეალი 2:2
გოლები: 0:1 მორენო (17, პენ), 1:1 მუნიოსი (20), 2:1 ბუდიმირი (45+2), 2:2 მორენო (70)

„ვილიარეალი“ 42 ქულით მე-4 ადგილზეა და 10 თებერვალს „ესპანიოლს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვერნაძით სერია A-ს რამდენიმე კლუბი ინტერესდება

ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა, უოტფორდმა სახლში წააგო