ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ფაზის ბოლო ტურში შინ „ნიუკასლს“ უმასპინძლა და ვერ მოუგო – 1:1. ეს კი იმას ნიშნავს,რომ საუკეთესო 8 გუნდში ვერ მოხვდა და ახლა დამატებით მოუწევს ერთი პლეი-ოფის თამაში.
ჩვენთვის კი ძალიან ცუდი რამ მოხდა: ხვიჩამ ტრავმა მიიღო. 23-ე წუთზე მას ანტონი ელანგა ეუხეშა, კვარამ კოჭი ჩაიყოლა და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.
თუმცა მანამდე საგოლე პასის გაკეთება მოასწრო: მე-8 წუთზე წორედ მისი ასისტით გახსნა ანგარიში ვიტინიამ.
სხვათ შორის, ხვიჩას გასვლის შემდეგ პსჟ-ს რაიმე განსაკუთრებული და სახიფათო შეტევები ფაქტობრივად არ ჰქონია. კი ცდილობდა, მაგრამ იერიშებს სიმწვავე აკლდა.

პსჟ – ნიუკასლი 1:1
გოლები: 1:0 ვიტინია (8), 1:1 უილოკი (45+2)
გამოუყენებელი პენალტი: დემბელე (4, პსჟ)
პსჟ 11 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა და 1/16-ფინალში “მონაკოს” ან “ყარაბაღს” შეხვდება.



GIPHY App Key not set. Please check settings