გიორგი ქოჩორაშვილი ვიგოს „სელტას“ რადარზეა. El Desmarque იუწყება, რომ ის ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომლებიც კლუბმა ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ჩაინიშნა, თუმცა ამ ეტაპზე ეს მხოლოდ მოძიების საგანია, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში.
ერთ-ერთი ვარიანტია ჯეფერსონ ლერმა, რომელიც ამჟამად „კრისტალ პალასში“ თამაშობს და რომლის ტრანსფერიც მაღალი ხელფასის გამო თითქმის გამორიცხულია.
გიორგი ქოჩორაშვილი ესპანურ ფეხბურთში გამოცდილების მქონეა, რომელმაც „ჟირონას“ ახალგაზრდულ აკადემიაში გადასვლის შემდეგ რამდენიმე კლუბში ითამაშა, აღნიშნულია სტატიაში.
მოგეხსენებათ, 26 წლის ქართველ ფეხბურთელს ლისაბონის “სპორტინგში” სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა, მისი დაბრუნებით კი “ლევანტეცაა” დაინტერესებული.



GIPHY App Key not set. Please check settings