ESPN-მა შეადგინა პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერების სია.
რეიტინგის შესადგენად, რომელიც 50 გარიგებას მოიცავს, გამოიყენეს შემდეგი კრიტერიუმები: ფეხბურთელს უნდა ეთამაშა სხვა გუნდის პირველ გუნდში (აკადემიის ტრანსფერები არ ითვლება), გარიგება უნდა ყოფილიყო სრულფასოვანი (ანუ იჯარები არ ითვლება), ამასთან მოთამაშის მიღწევები სხვა კლუბებში არ არის გათვალისწინებული.
ტოპ 10 ტრანსფერი:
10. ერიკ კანტონა – „ლიდსი“-„მანჩესტერი“, 1.8 მლნ ევრო, 1992/93
9. ალან შირერი – „საუთჰემპტონი“-„ბლექბერნი“, 4.5 მლნ ევრო, 1992/93
8. ერლინგ ჰოლანდი – „ბორუსია“-„სიტი“, 60 მლნ ევრო, 2022/23
7. კრიშტიანო რონალდო – „სპორტინგი“-„მანჩესტერი“, 19 მლნ ევრო, 2003/04
6. პატრიკ ვიეირა – „მილანი“-„არსენალი“, 5.4 მლნ ევრო, 1996/97
5. ედენ აზარი, „ლილი“-„ჩელსი“, 35 მლნ ევრო, 2012/13
4. ფრენკ ლამპარდი, „ვესტ ჰემი“ „ჩელსი“, 16 მლნ ევრო, 2001/02
3. სერხიო აგუერო, „ატლეტიკო“-„სიტი“ 40 მლნ ევრო, 2011/12
2. მოჰამედ სალაჰი, „რომა“-„ლივერპული“, 42 მლნ ევრო, 2017/18
1. ტიერი ანრი, „იუვენტუსი“-„არსენალი“, 16.1 მლნ ევრო, 1999/2000



GIPHY App Key not set. Please check settings