საუდის არაბეთის „ალ იტიჰადის“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ოცნებობს ლიონელ მესის დამატებაზე.
ანმარ ალ ჰაილიმ გაიხსენა 2023 წლის შეთავაზება, როდესაც არგენტინელი პსჟ-დან მიდიოდა.
„მე მესის 1.4 მილიარდი ევრო შევთავაზე. მან ასეთ მაღალ შეთავაზებაზე ოჯახის გამო უარი თქვა.
მას კონტრაქტს შევთავაზებდი, სადაც შეძლებდა იმდენის გამომუშავებას, რამდენიც სურს. რამდენ ხანსაც სურს, თუნდაც მთელი ცხოვრება.
ჩვენ ჩემპიონატის მოგებას თამაშების დაწყებამდეც აღვნიშნავდით, რადგან ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გვეყოლებოდა“, – თქვა ალ ჰაილიმ.
ოღონდ მოვიდეს: რამდენიც უნდა იმდენს მივცემ – არაბეთში მესიზე ოცნებობენ, რომელმაც 1.4 მილიარდზე უკვე თქვა უარი



GIPHY App Key not set. Please check settings