in

ალონსო ლივერპულში, რეალში მარესკა: ბუქმეკერები ფსონებს ჩამოდიან

ბუქმეკერების ცნობით, ჩაბი ალონსომ შესაძლოა „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა დაიწყოს მას შემდეგ, რაც „რეალმა“ გაათავისუფლა.

12 იანვარს მადრიდულმა კლუბმა 44 წლის ესპანელის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

ბუქმეკერები ვარაუდობენ, რომ ალონსო „ლივერპულის“ მომდევნო მწვრთნელი იქნება და 2.25 კოეფიციენტს გვთავაზობენ.

„ლივერპულის“ ყოფილი მწვრთნელი იურგენ კლოპი მეორე ადგილზეა არნე სლოტის შემცვლელად, ხოლო პსჟ-ს ლუის ენრიკე მესამეზეა.

ტოტალიზატორების თანახმად, „ლივერპულის“ შემდეგი მწვრთნელი:

ჩაბი ალონსო – 2.25
იურგენ კლოპი – 6.50
ლუის ენრიკე – 7.00
იულიან ნაგელსმანი – 8.00
ანდონი ირაოლა – 8.00

თავის მხრივ „რეალის“ მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ენცო მარესკა გახდეს.
ჩაბი ალონსოს წასვლის შემდეგ, „ლოს ბლანკოსის“ მენეჯერად ალვარო არბელოა დაინიშნა.
მარესკა, რომელიც 1 იანვარს „ჩელსიმ“ გაათავისუფლა, „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტია. სამეულში ასევე მოხვდნენ იურგენ კლოპი (5.00) და ზინედინ ზიდანი (7.00).
როგორც ამბობენ, გერმანელის მიწვევა ფლორენტინო პერესის ოცნებაა და ბოლო ცნობით, არც კლოპია წინააღმდეგი თუ სამუშაოს ზაფხულიდან შესთავაზებენ.
ზიდანს კი საშველად ფანებმა მოუხმეს, გემი იძირება ზიზუ და მოდი გვიშველეო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლის ჩაკვეტაძე ურჩიეს: ნეაპოლში საქართველოს ხსენებაზე გული უჩქარდებათ…