in

პირველი საბერძნეთთან წავაგეთ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჩაერთო და პირველ შეხვედრაში ერთ-ერთ ფავორიტ საბერძნეთს შეხვდა. ანგარიშიც მეტყველებს, რომ უპირატესობა მეტოქის მხარეს იყო – 6:20.

ბერძნები თავიდანვე დაწინაურდნენ და უპრატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

საქართველოდან ორი გოლი დუშან ვასიჩმა გაიტანა, თითო თავი სარიჩმა, პიეშივაცმა, შუშიაშვილმა და დადვანმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ირაკლი რაზმაძე (მეკარე), გიორგი გვეტაძე (მეკარე); დუშან ვასიჩი (2 გოლი), იოვან სარიჩი (1), სტეფან პიეშივაცი (1), ვატო დადვანი (1), ნიკა შუშიაშვილი (1), საბა ტყეშელაშვილი, ანდრო ბითაძე, სანდრო ადეიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ველკო ტანკოსიჩი, ანდრია ვლაჰოვიჩი.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 13 იანვარს ხორვატიასთან ითამაშებს, ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი 15 იანვარს სლოვენიასთან.

ამავე B ჯგუფში ხორვატიამ სლოვენიას 20:4 აჯობა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბითაძის 14 ქულა, 13 მოხსნა – პირველი ორმაგი დუბლი

გოჩოლეიშვილმა ბუნდესლიგა შეცვლაზე განაახლა, წიტაიშვილი თასიდან გავარდა – ლეგიონერები