in

გოჩოლეიშვილმა ბუნდესლიგა შეცვლაზე განაახლა, წიტაიშვილი თასიდან გავარდა – ლეგიონერები

საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში გიორგი წიტაიშვილის „მეცი“ შინ ლიგა 2-ის „მონპელიესთან“ დამარცხდა 0:4 და ტურნირიდან გავარდა.

წიტაიშვილმა ძირითადში იყო და სრულად ითამაშა, გიორგი აბუაშვილი კი სათადარიგო იყო.

მეცი – მონპელიე 0:4
გოლები: 0:1 სავანიე (8, პენ), 0:2 ისუფუ (21), 0:3 ჩატო (46), 0:4 პეისი (64)
„მეცი“ მომდევნო მატჩს 18 იანვარს ჩაატარებს, ჩემპიონატის მე-18 ტურში სტუმრად „სტრასბურგთან“.

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ სერია B-ს მე-19 ტურში „კატანძაროს“ 2:0 მოუგო და 41 ქულით ცხრილში პირველ ადგილზეა.
ქართველი თავდამსხმელის ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: flashscore – 6.3, sofascore – 6.0.
„ფროზინონე“ 17 იანვარს სტუმრად მესამეადგილოსან „მონცას“ შეხვდება.

სერია A-ს მე-20 ტურში საბა გოგლიჩიძის „უდინეზემ“ შინ აუტსაიდერი „პიზა“ მიიღო და ქულები დაკარგა – 2:2. ქართველი მცველი სათადარიგოთა იყო.

ბუნდესლიგაში სეზონი განახლდა.
გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ „ფრაიბურგს“ ესტუმრა და დამარცხდა – 1:2. ქართველი მცველი სათადარიგო იყო და 78-ე წუთზე შევიდა.
შეფასებები: Sofascore – 6.3, Whoscored – 6.1, flashscore – 6.0.

ფრაიბურგი – ჰამბურგი 2:1
გოლები: 0:1 ვუშკოვიჩი (48), 1:1 გრიფო (53), 2:1 მატანოვიჩი (83)
გაძევება: ელფადლი (51, ჰამბურგი)
„ჰამბურგი“ 16 ქულით მე-13 ადგილზეა და 13 იანვარს „ბაიერს“ უმასპინძლებს.

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ კი „კიოლნს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 2:2. ქართველი თავდამსხმელი მუხლის ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირველი საბერძნეთთან წავაგეთ

კაშია ვიტესში ვერ დაბრუნდა, მაგრამ სხვანაირად დაბრუნდება