გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, რომლის „ვილიარეალმა“ შინ მე-19 ტურში „ალავესს“ მოუგო – 3:1.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო. 75-ე წუთზე თანაგუნდელს კარგად გაეხსნა, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ბურთი თავზე მოხდენილად გადაუგდო.
ჩვენიანს კიდევ ჰქონდა მომენტები, მაგრამ ორჯერ მიზანს ვერ უწია, ხოლო ერთხელ მეკარემ იყოჩაღა.
შეფასებები: Whoscored – 8.0, sofascore – 7.7, flashscore – 7.4.
ესპანეთის პირველობაზე მიქაუტაძემ 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი 21 შეხვედრაში 7 გოლი აქვს.

ვილიარეალი – ალავესი 3:1
გოლები: 1:0 მოლეირო (49), 2:0 მორენო (55), 3:0 მიქაუტაძე (75), 3:1 მარტინესი (85)
„ვილიარეალი“ 41 ქულით მე-3 ადგილზეა და 18 იანვარს სევილიაში „ბეტისს“ შეხვდება.




GIPHY App Key not set. Please check settings