in

ცოლთან პირველი დავა მოიგო: როდის იჩხუბებს თოფურია

UFC-ს მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ორგანიზაციაში მომდევნო ბრძოლას 2026 წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში გამართავს.

როგორც ესპანური „მარკა“ წერს, მოსალოდნელია, რომ მისი მეტოქე ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის წყვილში გამარჯვებული იქნება.

28 წლის ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელია. ის UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია, ქვემსუბუქ (65 კგ) და მსუბუქ წონებში.

ამავდროულად ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უსკატეგის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო. ამაზეც „მარკა“ წერს.
მოსამართლემ მხარი დაუჭირა თოფურიას და ჯორჯინას ყველა მოთხოვნა უარყო.

ჯორჯინამ ოფიციალურად მოითხოვა ნებართვა ბავშვი ქვეყნიდან გაეყვანა.
ის ამტკიცებდა, რომ ქვეყნიდან წასვლა აუცილებელი იყო ონლაინ ბულინგის გამო, თუმცა სასამართლომ ეს არგუმენტი არ მიიღო და აღნიშნა, რომ ავიაბილეთები ნაყიდი იყო ორი კვირით ადრე, სანამ თოფურია გააკეთებდა გახმაურებულ განცხადებას.

გარდა ამისა, სასამართლომ დაადასტურა, რომ თოფურიას ოთხი თვე არ ჰქონია შესაძლებლობა ენახა თავისი ქალიშვილი, რაც გამოწვეული იყო დედის გადაწყვეტილებით დაებლოკა მამისა და შვილის კონტაქტი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბა ხარებაშვილი აიაქსს დაუკავშირეს

დადასტურდა: ივნისამდე ბორტოლამი, ზაფხულიდან ბრონკანი