უკანასკნელ ხანს თბილისის „დინამოს“ 17 წლის ფეხბურთელი საბა ხარებაშვილი ევროპის არაერთ დიდ კლუბს დაუკავშირეს. ნიდერლანდურმა VoetbalPrimeur-მა წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აიაქსი“ დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას საჭიროებს და 12 კანდიდატს შორის ხარებაშვილია დასახელებული.
გამოცემა წერს, რომ ამსტერდამული კლუბი ფინანსურ შესაძლებლობებში შეზღუდულია, ამიტომ მარცხენაფლანგელი იჯარით უნდა აიყვანოს ან შეღავათიან ფასში შეიძინოს და შეიძლება თანხა კენეტ ტეილორის „ლაციოში“ გაყიდვით გამოიმუშაოს.
„ალბათ, ეს ამ სიაში ყველაზე ამბიციური სახელია. ხარებაშვილი მხოლოდ 17 წლისაა, მაგრამ თბილისის „დინამოს“ პირველ გუნდში უკვე 58 მატჩი ჩაატარა და საქართველოს ნაკრების წევრია. ის თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მოთამაშედ ითვლება. დარტყმებისა და ტექნიკური უნარების წყალობით, შეუძლია „აიაქსს“ დიდი სარგებელი მოუტანოს, თუმცა დაცვაში თამაშის გაუმჯობესება მართებს“, – აღნიშნულია სტატიაში.
sportall.ge



GIPHY App Key not set. Please check settings