დღეს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელიც 25 იანვარს დასრულდება.
ბელგრადში გასამართ ტურნირზე 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ქვეჯგუფში არიან განაწილებული.
A ჯგუფი: უნგრეთი, საფრანგეთი, მალტა, მონტენეგრო
B ჯგუფი: ხორვატია, საბერძნეთი, საქართველო, სლოვენია
C ჯგუფი: სერბეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, ისრაელი
D ჯგუფი: იტალია, სლოვაკეთი, რუმინეთი, თურქეთი.
მეორე ჯგუფური ეტაპი:
E ჯგუფი (A და C ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო)
F ჯგუფი (B და D ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო)
ჯგუფების სამი საუკეთესო გუნდი მეორე ეტაპზე გადავა (A და C ჯგუფების გუნდები E ჯგუფში გაერთიანდებიან, ხოლო B და D ჯგუფები – F ჯგუფში), სადაც პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები გადაჰყვებათ.
მეორე ჯგუფური ეტაპიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა.
საქართველოს ნაკრების კალენდარი
11 იანვარი, საბერძნეთი – საქართველო, 23:30 სთ
13 იანვარი, საქართველო – ხორვატია, 15:45 სთ
15 იანვარი, სლოვენია – საქართველო, 21:00 სთ
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში იმყოფებოდა. ჩვენმა გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა ნიდერლანდებთან და დაძაბულ შეხვედრაში 10:8 გაიმარჯვა.
საქართველოს შემადგენლობა:
1 – ირაკლი რაზმაძე
2 – საბა ტყეშელაშვილი
3 – ვატო დადვანი
4 – ნიკა შუშიაშვილი
5 – ანდრო ბითაძე
6 – დუშან ვასიჩი
7 – სანდრო ადეიშვილი
8 – იოვან სარიჩი
9 – რევაზ იმნაიშვილი
10 – გიორგი მაგრაქველიძე
11 – ველიკო ტანკოსიჩი
12 – სტეფან პიეშივაცი
13 – გიორგი გვეტაძე
14 – ანდრია ვლაოვიჩი
15 – ლუკა ჩიქოვანი




GIPHY App Key not set. Please check settings