in

სენტ ეტიენი ზურიკოში 15 მილიონს ითხოვს

ზურიკო დავითაშვილის მსურველთა სიას „ტრაბზონსფორიც“ შეუერთდა, ხოლო „სენტ-ეტიენი“ შესაძლო ტრანსფერის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, – ინფორმაციას თურქული გამოცემა FutsHaber-ი ავრცელებს.

„ლიგა 2-ის ბინადარი „სენტ-ეტიენის“ ქართველი ლეგიონერით „ტრაბზონსფორი“ დაინტერესდა. 24 წლის ზურიკო დავითაშვილს გუნდის დატოვება სურს. ამასთან, ცნობილი გახდა ფრანგული კლუბის მოთხოვნაც – „სენტ-ეტიენი“ ქართველ ფეხბურთელს 15 მილიონ ევროდ აფასებს“, – წერს თურქული გამოცემა.

აღნიშნული ინფორმაცია ეწინააღმდეგება ფრანგული გამოცემა „ფუტ მერკატოს“ ცნობას, რომლის მიხედვითაც, „სენტ-ეტიენი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დავითაშვილის გაშვებას არ გეგმავს.

ზურიკოთი ევერტონიც დაინტერესდა, მაგრამ სენტ ეტიენი ახლა არ უშვებს

ზურიკოთი მოურინიო დაინტერესდა: გადავა ახლავე ბენფიკაში?

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, ზურიკო დავითაშვილმა ცხრა გოლი გაიტანა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იამალი მსოფლიოში ყველაზე ძვირია: ნახეთ რა ფასი დაედო – რეიტინგი

მესის პირადი ინტერვიუ: სვამს სპრაიტიან ღვინოს, ტირის ფილმებზე, ტკბება მარტოობით – ეს არის ყველაფერი